გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა
გურჯაანში, სოფელ კარდენახში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა. მათგან ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ტრაილერის და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად მოხდა.
როგორც “რეგიონულ კვირას ” შსს -ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276 -ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.