ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში გახდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორად კვლავ მერაბ ხალვაში აირჩიეს. მას აკადემიური საბჭოს 11 წევრიდან უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
მერაბ ხალვაში, 2016 წლიდან დღემდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი რექტორია. რექტორობის მეორე კანდიდატი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი იყო. იგი ამჟამად ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.