სოფელ თედოწმინდის გზაზე, რომელიც მთლიანად გრუნტით იყო დაფარული, ასფალტის საფარი დაიგება

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ თედოწმინდაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარე სამუშაოები გორის მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე, რომელიც გორი – ნიქოზის საავტომობილო გზიდან იწყება და მშენებარე სკოლის შენობასთან სრულდება, 689 მეტრია. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ასფალტის საფარი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. გზის რეაბილიტაციისთვის 342 000 ლარია გათვალისწინებული.

გზაზე, რომელიც მთლიანად გრუნტით იყო დაფარული , ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. პროექტი გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სოფელს მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის შენობაც ექნება. პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები