პრეზიდენტი: ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს

ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს, ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა ჩამოვიდნენ არამხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, ვლაქენობის დღესასწაულზე წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,მინდა საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული – ვლაქენობა, ეს არის უდიდესი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის. ზუგდიდი და მცხეთა არის ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა დაათვალიეროს და მოილოცოს. მე ვუსურვებდი ყველას ერთხელ მაინც დაესწრონ ვლაქენობას და ინახულონ ღვთისმშობლის კვართი, ეს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან. ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს, ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა ჩამოვიდნენ არამხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც. საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი, ამაზე უნდა იმუშაოს ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ და ჩემი ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება. ვლაქერნობას, როგორც საერთო-სახალხო დღესასწაულს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი. ქრისტიანული სიწმინდეების სანახავად მართლმადიდებელი მორწმუნეები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები