ფოთში ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლება საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება. მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხების ნორმების დარღვევით ხორციელდება.
,,აქ ვცხოვრობთ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე ადგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ.გოგირდს ვჭამთ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ . ყოველ მეორე დღეს ხალხი საოპერაციოდ მიყავთ, ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა და საშინელ დღეში ვართ.მოგვაცილონ ის შავი ნივთიერება , რომელსაც ამუშავებენ. აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირებაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება. ქარის დროს საშინელი მტვერია და ვიხრჩობით. ძალიან კარგად ვცხოვრობდით აქ აქამდე და ვიცხოვრებთ კიდეც. ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, არ მივცემთ მუშაობის საშუალებას,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც “რეგიონულ კვირას” ფოთის მერიაში განუცხადეს, ინფორმირებული არიან აღნიშნული პრობლემის შესახებ და საკითხზე მოგვიანებით გააკეთებენ განცხდებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები