პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა
პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა
„საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედების არეალის გასაზრდელად”,-ასე გამოეხმაურა საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაჭრისა და გატაცების ფაქტს.
„საქართველოს ხელისუფლებამ, მხოლოდ ერთი რამ უნდა მოიმოქმედოს. ეს არის ის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავააქტიუროთ და ის, რასაც ვითხოვ, რამდენი ხანია, ვიმუშაოთ, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს. ეს არის ის, რაც არის დღეს ჩვენს შესაძლებლობებში და აუცილებელია, რომ ყველა კუთხით ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს.