შალაურში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ორი შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ჯამში, 1 300 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდა, მოეწყო სანიაღვრე არხები. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 359 833 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ,,საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინმა,, შეასრულა.