დუშეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

დუშეთის მუნიციპალიტეტში მწითურების ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 277 190 ლარია, სამასი მეტრი სიგრძის ამორტიზებულ გზას ახალი ბეტონის საფარი ჩაანაცვლებს.
ახალი გზა ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს. გარდა ქუჩის ცენტრალური ნაწილისა, პროექტის ფარგლებში ბეტონი დაიგო მწითურების ქუჩის სამ ჩიხშიც.
სამუშაობის დასრულება მიმდინარე თვის ბოლომდე იგეგმება. განხორციელებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან და მერის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები