წყალმომარაგების კომპანია: აგვისტოდან, თერჯოლაში მცხოვრები 500-მდე ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თერჯოლაში, კერძოდ ჯაბიძის ქუჩაზე მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გამრიცხველიანების სამუშაოებს იწყებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივებთან შესახვედრად წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია ჩავიდა. მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და მიმდინარე თვის ბოლოს დაასრულებს. ჯაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს ცენტრალიზებული წყალმომაარგების სისტემა არასდროს ჰქონიათ და დღემდე, ეზოებში მოწყობილი ჭებით სარგებლობენ.
,,აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას უკვე ათეული წლებია აქვს წყალმომარაგების პრობლემა. დღეს, ჩამოვედით იმისათვის, რომ აგვეხსნა წყლის მიწოდების გაუმჯობესებისთვის გამრიცხველიანების აუცილებლობა. მათ გამოთქვეს სურვილი დავიწყოთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მუნიციპალიტეტის მიერ ახალი ქსელის მოწყობა დასრულებულია. ამ კვირაში, ჩვენი სამსახურები მრიცხველების კვანძების მოწყობას დაიწყებენ, რაც დღეს არსებულ პრობლემებს სრულად აღმოფხვრის და მოსახლეობას სტაბილური წყლის მიწოდებით უზრუნველყოფს ’’-განაცხადა გიგა მანდარიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები