ზუგდიდში ქალი ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდში ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა დაქირავებულ ბინაში იმშობიარა, შემდეგ ბავშვის მამას დაურეკა, მკვდარი ახალშობილის ცხედარი მისცა და დაამარხინა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით დაიწყო.