ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახმა მეჯვრისხევში აქცია გამართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 45 წლის ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახმა და თანასოფლელებმა სოფლის ცენტრში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უკანონო პატიმრობაში მყოფი მღებრიშვილის დროულად გათავისუფლებას ითხოვენ.
ოჯახის განცხადებით, მათ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ.

ცნობისთვის,3 ივლისს სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ სასაზღვრო ზოლის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ადგილობრივი, ხვიჩა მღებრიშვილი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები