საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას მოსახლეობა გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით,  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი გურასპაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – მიხეილ ჯანაშვილმა დაათვალიერეს.

“ჯამში, დაგეგმილია 4,5 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. პროექტი, რომლის ღირებულებაც 869 448 ლარია, მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და ადგილობრივები მკვეთრად გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები