რუსთავში “ქართლი ტექსტილის” საწარმო აშენდება
რუსთავში აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში შპს „ქართლი ტექსტილი” აშენდება, სადაც პირველ ეტაპზე 1000-მდე ადამიანი დასაქმდენა. პროექტის დასრულების შემდეგ კი დასაქმებულთა რაოდენობა 3000-მდე გაიზრდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს მნიშვნელოვან და სოციალური ხასიათის ბიზნესპროექტს ჩაეყარა საფუძველი.
მისივე თქმით, საწარმოში ყველა პირობა იქნება იმისათვის, რომ მომუშავე პერსონალმა თავი კომფორტულად იგრძნოს.
„პროექტი დაახლოებით 4 თვეში დასრულდება და „ქართლი ტექსტილის“ საწარმო ეტაპობრივად გაიმართება. ჯამში დასაქმდება 3000-მდე ადამიანი, როგორც რუსთავიდან, ასევე მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან.
ძალიან საინტერესო პროექტია იმ მხრივ, რომ უზრუნველყოფილია აგვისტოდან უკვე გადამზადების კურსები, – თქვა შოთა რეხვიაშვილმა.
ინვესტიციის საერთო მოცულობა 20 მილიონი ლარია.
როგორც „ქართლი ტექსტილის“ დირექტორმა გია ლომინაძემ განაცხადა, პირველ პროდუქციას 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოუშვებენ.
საწარმოში შეიკერება ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა, NIKE და ADIDAS
“ჩვენ მიერ შეკერილ პროდუქციას მოიხმარს ისეთი კლუბები როგორიცაა “chelsea” , “liverpool” აგრეთვე ნაკრებები ხორვატია და პოლონეთი. ასე რომ ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება იმისათვის რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის რეკლამირება მთლიანად მსოფლიოში“,- განაცხადა გია ლომინაძემ.
სამკერვალო საწარმო კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ბაზაზე იხსნება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.