ვაჟა-ფშაველას იუბილე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა საზოგადოებას მწერლის სახლ-მუზეუმიდან მიულოცა
დღეს, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, მწერლის ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა. ლუკა რაზიკაშვილი 1861 წლის 14 ივლისს, ფშავში სოფელ ჩარგალში დაიბადა, სადაც 8 წლამდე იზრდებოდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს დიდი მწერლის 159-ე დაბადების დღე ვერ აღინიშნა, თუმცა სოფელ ჩარგალში არსებულ სახლ-მუზეუმს დამთვალიერებლები მაინც სტუმრობდნენ. მუზეუმი ვიზიტორებისთვის ღიაა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ეწვიოს იმ სახლს, სადაც ვაჟა ფშაველა დაიბადა.
სოფელ ჩარგალში დღეს მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ასევე მწერლები ტარიელ ხარხელაური და მანანა ჩიტიშვილი იმყოფებოდნენ. გუბერნატორმა ლუკა რაზიკაშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებს, მწერლებს და იქ მყოფ საზოგადოებას მწერლის იუბილე პირადად მიულოცა.
ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, გარდაცვალებიდან 20 წლისთავზე კი მთაწმინდაზე გადაასვენეს.