გიორგი გახარია: რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რაც მისასალმებელია.

როგორც პრემიერმა რუსთავში „ქართლი ტექსტილის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, დღეს მთავრობის საზრუნავი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გარდა სხვა არაფერია.

„ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში ჩვენს მოქალაქეებს ოჯახში შემოსავალი დააკლდათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან ერთად, არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქ ზუსტად 4 თვეში შეიქმნება 3 000 სამუშაო ადგილი, საწარმო ამოქმედდება. ეს სერიოზული მიღწევაა რეგიონისა და ქალაქისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები