თელავში გრიბოედოვის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

თელავში, გრიბოედოვის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.  როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება 850 მეტრის სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. “გზამშენი 2005” ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 414 181 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები