ავარიას ონში ერთი პირი ემსხვერპლა ოთხი კი მძიმედ დაშავდა

ონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მერსედესი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შედეგად მერსედესში მყოფი ერთი მგზავრი დაიღუპა. გარდაცვლილი 42 წლის მამაკაცი ონში ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ონის საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ქუთაისში რეანომობილებით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები