ხობში ტრაილერი ამოტრიალდა – მძღოლს, სავარაუდოდ, საჭესთან ჩაეძინა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ფოთიდან ზუგდიდში მიმავალ ტრაილერის მძღოლს სავარაუდოდ ჩაეძინა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მოსახვევში ამოყირავდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ეზოს ჯებირი და ასევე ელექტროენერგიის გადამცემი ბოძი.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ტრაილერის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.