თელავში კაცი კისრის არეში დაჭრეს

თელავში ახალგზარდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ხათუნა ჭონიაშვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას სახლში სავარაუდოდ დღეს გაწერენ.

“მამაკაცი დაჭრილი იყო მსუბუქად კისრის არეში, გაეწია შესაბამისი დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,დღეს ალბათ გავწერთ სახლში”, – განაცხადა ჭონიაშვილმა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს- ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები