ზუგდიდში, მდინარე ჯუმში არასრულწლოვანს ეძებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვში, მდინარე ჯუმში არასრულწლოვანს ეძებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, 15 წლის მოზარდის კვალი მას შმდეგ დაიკარგა, რაც ის საქონლის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე ცდილობდა გადასვლას.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სამართალდამცველები.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობს.
როგორც კიროვის მოსახლეობა ამბობს, მდინარემ ორდღიანი წვიმის შემდეგ საგრძნობლად მოიმატა და კალაპოტიდან გადმოვიდა.