ხობის საკრებულოს თავმჯდომარე წვიმის შედეგად ქალაქში არსებულ ვითარებას გაეცნო
კოკისპირული წვიმის შედეგად ქალაქ ხობში საცხოვრებელ კორპუსებსა და დევნილთა ჩასახლებებში არსებულ ვითარებას, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და მერის წარმომადგნელი ქალაქ ხობში კობა თუთბერიძე გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კოსტავას ქუჩა N6-ში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ დგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და იქ არსებულ პირობებს პირადად გაეცნენ. საცხოვრებელი კორპუსის შენობა არის ავარიული, გადასახურია, წვიმების შედეგად ჩადის წყალი და იტბორება სადარბაზოები, შენობაში აყრილია იატაკი, დაზიანებულია კარ-ფანჯარა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეისწავლეს კოსტავას ქუჩა N6-ში არსებული მდგომარეობა და დასახეს სამოქმედო გეგმა.