მტკვარში ახალგაზრდა ქალს ეძებენ
მტკვარში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. მეორე დღეა, მცხეთის ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. 31 წლის ქალის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისმა მეგობარმა პოლიციაში დარეკა და ქალის ადგილსამყოფელის დადგენა სთხოვა.
მდინარის პირას ნაპოვნია ქალის ავტომანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი.
შსს-ს ინფორმაციით,საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.