რუსთავში ხარმა ორ ბავშვს გადაუარა
რუსთავში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, ხარმა ორ ბავშვს გადაუარა. მცირეწლოვნები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მსხვილფეხა საქონელი, სავარაუდოდ, ფერმიდან გაიქცა. ის ხანდაზმულ ქალსაც დაეჯახა, რომელსაც ათი თვის ბავშვი ხელიდან გაუვარდა, თუმცა ბავშვი არ დაშავებულა.
დაშავებული ბავშვები კი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს,მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.