თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდება

ოჯახურ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდება.

ინფორმაცია”რეგიონულ კვირას ” საკრებულოს აპარატის უფროსმა დაუდასტურა. ტარიელ გალახვარიძის ინფორმაციით, პროკურატურისგან მიიღეს ინფორმაცია, მიხეილ გრემელაშვილზე წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, რაც ავტომატურად საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერებას გულისხმობს.

” როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, მივმართეთ პროკურატურას და მივიღეთ წერილი, სადაც აღნიშნულია რომ მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რაც უფლებამოსილების შეჩერებას იწვევს, ვიდრე საბოლოო განაჩენი არ დადგება,” – განაცხადა გალახვარიძემ.

საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 11 ივლისს შეეფარდა. გრემელაშვილს გამოძიება ოჯახურ ძალადობას, იარაღის გამოყენებით მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვას ედავება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები