გამთენიისას ბათუმის ბულვარში ორი პირი დაჭრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაჭრილები კლინიკა ,,მედ-ცენტრში“ გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, პაციენტები 20 და 22 წლის მამაკაცები არიან. ერთ მათგანს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა. მეორეს კი იდაყვისა და ბარძაყის არეში. პაციენტებს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.