ნინო ლომჯარია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან შეხვედრას გეგმავს
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების დეტალური გაცნობისთვის , შესაძლებელია სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართოს. ლომჯარიას განცხადებით, ამ დროისთვის, სახალხო დამცველი საქმეში ბრალდებული პირებთან შეხვედრებს ასრულებს, აუხლოეს პერიოდში კი დაზარალებულ ოჯახთან შეხვედრასა და მათი პოზიციების გაცნობას გეგმავს .
„თვითონ გამოძიებასთან დაკავშირებით ბერი შეკითხვა არის. სახალხო დამცველი ხვდება და ალბათ დაასრულებს ამ დღეებში ყველა ბრალდებულის მონახულებას. ვაპირებ, შაქარაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას. მათგან მოვისმენ რა კითხვებია გამოძიებასთან და რაში სჭირდებათ, სახალხო დამცველის ჩართულობა, არ გამოვრიცხავ, რომ მივმრთოთ პროკურატურას, რომ წვდომა გვქონდეს მიმდინარე გამოძიების მასალებზე და შევისავლოდ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს სიცოცხლის მოსპობის გამოძიება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.