უხვმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვი ნალექის გამო ხონის მუნიციპალიტეტში გზები დაიტბორა. წვიმის წყალი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა და წყალი გზებზე გადავიდა. სოფელ მათხოჯში ნალექის შედეგად ქვა-ღორღი იქნა ჩამოტანილი გორდის და კინჩხის დამაკავშირებელ გზაზე. აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად ადგილზე მძიმე ტექნიკამ მუშაობა დილიდან დაიწყო. ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა სრულად გაწმენდილია. ხონის მუნიციპალიტეტში ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები