ფოთში, უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში კვლავ პრობლებმები შექმნა

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ქუჩები და ეზოები გადაადგილება უჭირთ, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს.

წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალმა საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანათ . ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

,,სამი დღის წინ იგივე სიტუაცია იყოო, მოვიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და დაგვეხმარა წყლის ამოტუმბვაში, მაგრამ ბოლობდე მაინც ვერ ამოტუმბეს. ამის გამო ჩვენი სახსრებით გუშინ ვიქირავეთ მუშები დასახმარებლად. დღესაც შემოვიდა წყალი. სახლში ყველაფერი გაგვიფუჭდა და დაგვიზიადნა. ყოველი ძლიერი წვიმის დროს ასეთი მდგომარეობაა, როდემდე უნდა გაგრძელდეს არ ვიცით. მერიიდან იყვნენ და დახმარებას დაგვპირდნენ. სამი დღის წინ უხვი ნალექი რომ მოვიდა ელქტროენერგია გაითიშა , შესაბამასიად სატუმბი სადგურები არ მუშაობდა და დატბორვის მიზეზი ეს იყო, მაგრამ ამჯერად ელეექტროენერგია არ გათიშულა და რა გახდა მიზეზი , არ ვიცი”,- ამბობს ადგილობრივინანული ძიგოევმა.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. მათივე თქმით,შექმნილია სპეციალური კომისია , რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ითვლის.

,, მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.მერიაში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ზარალის რაოდენობას ითვლის,“- განაცხადა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა კახა მაშავამ.

შეგახსენებთ, ფოთში 10 ივლისაც ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალური ქუჩები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები