სტიქია ჩხოროწყუში – წვიმამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
კოკისპირულმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები , ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები.
რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილია მეწყერი. ასევე მეწყრის შედეგად სოფელ ლეწურწუმეში ნაწილობრივ ჩამოშლილია სასაფლაოს ღობე.
დაზიანებულია ხიდ-ბოგირები, რის გამოც გზებზე სოფელ ჭოღაში, ხანწკის უბანში მოძრაობა შეიზღუდა. ამ ეტაპისთვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რამდენიმე ოჯახს ძლიერმა ქარმა მთლიანად გადახადა სახურავი.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდნენ მოსახლეობას და მათ საჭიროებებს გაეცნენ.
მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, ელექტროენერგია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მიეწოდება.