ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით გუშინ შეყვანილი შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექიმის ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლს პერიოდულად გეგმიური შემოწმება უტარდებოდა. კვლევებმა რამდენჯერმე უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა მორიგი შემოწმების დროს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ახლა მამაკაცის კონტაქტებს იკვლევენ. შუა ხნის მამაკაცი ტრაილერის მძღოლია და მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ამჟამად, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს.