ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შუა ხნის მამაკაცი ტრაილერის მძღოლია და მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

პაციენტი კლინიკაში დღეს “ცხელების ცენტრიდან” დადასტურებული Covid-19-ის დიაგნოზით შეიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცადებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“პაციენტს უტარდება საჭირო კვლევები,ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს. ამჟამად კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს”, – განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ჯამში 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები