ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილი გასკდა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილი გასკდა. როგორც “სოკარ ჯორჯიაში” “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, დაზიანება ამავე ქუჩაზე მშენებარე კორპუსის სამუშაოებმა გამოიწვია.
ადგილზე “სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

კომპანიის განმარტებით, მილის აღდგენითი სამუშაოები დღესვე დასრულდება. რაც შეეხება გაზმომარაგებას, ავარიული შემთხვევის გამო რამდენიმე ქუჩაზე შეწყვეტილი ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს ხვალ დილით აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები