სურამში მგლებმა შინაური საქონელი დაგლიჯეს
სურამში, ე.წ “დიმიტროვის სახლის” მიმდებარე ტერიტორიაზე საბალახოდ გასული საქონელი მგლებმა დაგლიჯეს. როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივმა ნონა ხუროშვილმა განუცხადა, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, თუმცა დარჩენილი ნანადირევის შესაჭმელად ჩამოსული მგლები ადგილობრივებმა გუშინაც შენიშნეს.
“დაგლეჯილია 3 ხბო. დარჩენილი ჰქონდათ კიდევ მგლებს ძვლები და გუშინაც ჩამოვიდნენ . ახლა აქ არის კიდევ ძვლები და ვშიშობთ დღესაც გამოჩნდებიან. ხელისუფლება ამ დრომდე არ ჩაგვიყენებია საქმის კურსში” , – ამბობს ნონა ხუროშვილი.
როგორც სურამის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა, ირაკლი ჩადუნელმა “რეგიონულ კვირას ” განუცხადა, აღნიშნული პრობლებმა მოსახლეობას მოკლე დროში მოუგვარდებათ.
“ამ წუთებში უკვე ადგილზე ვარ და დეტალურად ვეცნობი ამ პრონლემას. სამწუხაროა, რომ მოსახლეობამ დროულად არ ჩაგვაყენა საქმის კურსში. ეს პრობლემა უმოკლეს ვადებში დადებითად გადაწყდება”, – განაცხადა ირაკლი ჩადუნელმა