ზუგდიდში დადიანების ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა – დაკავებული “ტყის ძმების” დამფუძნებლის შვილია

ზუგდიდში დადიანების ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. “რეგიონულო კვირის” ინფორმაციით დაკავებულია ე.წ. “ტყის ძმების” მეთაურის, დათო შენგელიას შვილი დადუ შენგელია. ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სპეციალური რაზმის წარმომადგენლებმა ერთი საათის წიმ ზუგდიდის ცენტრში დააკავეს. დაკავებული სავარაუდოდ თბილისში გადაჰყავთ.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით მას გამოძიება სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების შენახვა, შეძენა, ტარება, მოხმარებას ედავება.

ასევე, სპეცოპერაციის ფარგლებში მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროშ განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას მალე გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები