სოციალური ჭრების გაუქმების მიზნით, თელავში ე.წ. საქმიანი ეზო მოეწყო

სოციალური ჭრების გაუქმების მიზნით, თელავში ე.წ. საქმიანი ეზო მოეწყო. ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას ე.წ. “საქმიან ეზოებში” განახორციელებს და სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება.
სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, თელავში მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადეგნლებთან ერთად შეხვდა და „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა.
“მორიგი სამუშაო ეზო მოეწყო თელავში და ეს ტერიტორია უახლოეს მომავალში აღიჭურვება უახლესი ტექნიკით და სააგენტოს შესაძლებლობა ექნება როგორც საშეშე, ისე სამასალე მერქნის. უნდა აღნიშნოს, რომ “საქმიან ეზოებში” ჩნდება ახალი ადგილები და საქმდება ადგილობრივი მოსახლეობა”- განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.
ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოაგდნეს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები