ახალციხეში ქვეითს მანქანა დაეჯახა – დაშავებული თბილისის ერთერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი

ახალციხეში, ცხრააპრილის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა.  როგორც თვითმხილველი “რეგიონულ კვირას” უყვება, დაშავებული ახალგაზრდა ქალია.

“არ ვიცი სადმიდიოდა ქალი იმ ღამეს. ვერ ვიტყვი ძალიან ჩქარა მოდიოდა მანქანა-მეთქი, მაგრამ არც ძალიან ნელა დადიოდა. შუაღამე იყო და ალბათ ფიქრობდა არავინაა ქუჩაშიო”,- განაცხადა ადგილობრივმა.

ახალციხელი ქალი ჯერ ადგილობრივ კლინიკაში, მოგვიანებით კი, საკუთარი ინიციატივით, თბილისში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკა “იმედის” მენეჯერმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, პაციენტის შეყვანისას დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით, 02:35 სთ-ზე მოხდა.

როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები