გარდაბნიდან ლუგარში გაგზავნილი 25 საკვლევი მასალიდან კოვიდინფექცია არცერთს დაუდასტურდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 25 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გარდაბნის მერიაში გაბუცხადეს.

მათი თქმით, კიდევ ორი ანალიზის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„გარდაბნიდან ჯამში სულ 27 საკვლევი მასალა გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და მხოლოდ ერთს,აბიტურიენტ გოგონას დაუდასტურდა. რაც შეეხება გუშინდელ გაგზავნილ 25 საკვლევ მასალას მათგან არცერთს აღმოაჩნდა კორონავირუსი”,-განუცხადეს “რეგიონულ კვირას” გარდაბნის მერიაში.

ცნობისთვის, გარდაბანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 9 ივლისს დადასტურდა და
ჯამში გარდაბნის მუნიციპალიტეტში კოვიდინფექცია 2 პირს გამოუვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები