ბათუმის ბულვარში დაჭრილი 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბათუმის მედცენტრში განუცხადეს. ექიმების განმარტებით, პაციენტს მუცლის არეში მიყენებული  ჭრილობა აღენიშნებოდა.

მათივე თქმით, პაციენტი კლინიკაში 9 ივლისს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 21 საათსა და 55 წუთზე შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 17 წლის მოზარდი ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის წინ ადგილი ჰქონდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მიხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები