საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი “იმოგზაურე საქართველოსთვის” ფარგლებში აჭარას ესტუმრა
აჭარას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა და რეგიონის კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო.
“აჭარაში ვმასპინძლობთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები კარგად იცნობდნენ ჩვენს რეგიონს, მის ტურისტულ პოტენციალს. ვუერთდებით კამპანიას – ,,იმოგზაურე საქართველოსთვის”, რომელიც შიდა ტურიზმის სტიმულირებას ისახავს მიზნად.
დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარვმართოთ მიმდინარე ტურისტული სეზონი”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას.
საქართველომ ევროპის 5 ქვეყანასთან მათ შორის საფრანგეთთან უპირობოდ გახსნა საზღვები. საფრანგეთის ელჩი გაეცნო კულტურულ დანისტორიულ ღირშესანიშნაობებს აჭარაში, დაათვალიერა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრას და გონიო-აფსაროსის ციხე, ბათუმის ბულვარი, რომელიც უკავშირდება მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მებაღის მიშელ დალფონსის მოღვაწერობას ბათუმში.