ზვიად შალამბერიძე რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილს 60 წლის იუბილეს ულოცავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილს 60 წლის იუბილეს ულოცავს.

“ცნობილ რეჟისორს, კარგ ქუთაისელს, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის არაერთი სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს, ბატონ თორნიკე მარჯანიშვილს, ვულოცავ 60 წლის იუბილეს. დიდია მისი ღვაწლი ქართული თეატრისადმი, განსაკუთრებით ჩვენი ქალაქის თეატრალური ცხოვრების განვითარების საქმეში.

ვუსურვებთ შემოქმედებით საქმიანობაში წინსვლას, მხნეობას, დღეგრძელობას და მზეგრძელობას”, – აღნიშნულია ზვიად შალამბერიძის მილოცვაში.

თორნიკე მარჯანიშვილი ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქ ქუთაისს და მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს დამდგმელ რეჟისორად, სადაც დადგა შემდეგი სპექტაკლები: სლ. მროჟეკი, ე.იონესკო “სახლი საზღვარზე” – 1993 წელი, ალეხანდრო კასონა, “ხეები ზეზეულად კვდებიან”–1995 წელი, ლ.გოთუა “დავით აღმაშენებელი–აღმოცისკრება”–1995 წელი, რ.ჭეიშვილი “ყაჩაღები”(თანარეჟისორი)–1996, დ.კლდიაშვილი “მსხვერპლი” (საკუთარი ინსცენირება)–1997 წელი, ჟან ანუი “ანტიგონე”–1998 წელი, ე.ეგაძე–”მომთაბარენი–ბრმები”–2001 წელი, გ.დოჩანაშვილის “ვატერ(პო)ლოო” (საკუთარი ინსცენირება)–2004 წელი, ანა მხეიძე “არჩევანი მე”(საკუთარი ინსცენირება–”მცირე სცენის გახსნა”)–2008 წელი, ნ.დუმბაძე “დიდრო” (თანარეჟისორი, საკუთარი ინსცენირება)–2008 წელი, ედუარდო დე ფილიპო “ცილინდრი”–2008 წელი, გ.თავაძე “ინტერვიუ ფესვებთან”(თანარეჟისორი, საკუთარი ინსცენირება)–2011.

მეხსიშვილის თეატრის პარალელურად სპექტაკლებს დგამდა სხვადასხვა, კერძოდ, ხონის, ვანისა და წყალტუბოს სახელმწიფო თეატრებში. 1995–96 წლებში შექმნა მოდებისა და პლასტიკის თეატრი, სადაც დაიდგა ორი სპექტაკლი– “სულის პალიტრა” და პ. კაკაბაძის “სამი ასული”.

2000–2001 წლებში ჩამოაყალიბა თეატრალური ლაბორატორია, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდებს მოუყარა თავი და დადგა ორი სპექტაკლი–”წვიმიდან მოსული” (ლაშა თაბუკაშვილის ორი პიესის გაერთიანებით) და ედუარდო დე ფილიპოს “ცილინდრი”.

ხელოვნების ინსტიტუტში დ.კლდიაშვილის “ირინეს ბედნიერება”, შ. იამანაძე “ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში”, პ.კაკაბაძის “სამი ასული”.

“წითელ ჯვართან” თანამშრომლობით გადაიღო ორი დოკუმენტური ფილმი და დადგა შ. იამანაძის “ღია შუშაბანდი”. დადგმული აქვს უამრავი სასკოლო სპექტაკლი და საქალაქო ღონისძიება. 12 წლის მანძილზე, ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში მსახიობის ოსტატობას ასწავლიდა, ხოლო წლების მანძილზე– ხელოვნების ლიცეუმში სამსახიობო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები