რუსთავში ციხის მშენებლობა გააპროტესტეს
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მშრომელთა და სოლიდარობის კავშირი და ადგილობრივები ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა ციხის ნაცვლად ტექნიკური უნივერსიტეტი აშენდეს. რაც მათი თქმით, ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს.
აქტივისტები მოსახლეობას მოუწოდებენ შეუერთდნენ აქციას და ისაუბრონ როგორ შეიძლება შეიცვალოს ქალაქი უკეთესობისკენ და რა პრობლემებს გამოიწვევს ციხის აშენება ქალაქში.
ამ ეტაპზე, ადგილზე მშენებლობა არ მიმდინარეობს და ტერიტორია ღობეებით არის შემოსაზღვრული.
ცნობისთვის, ჭყონდიდელის დასახლებაში დაგეგმილი ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციები გაგრძელდება.