სოფელ ჯორჯიაშვილში და ბოგვში 1500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში და ბოგვში რამდენიმე ათეული წყალია მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვთ.
წორედ ამ სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფის მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს მდინარე ალგეთის წყლის რესურსის გამოყენებით, ორი სოფლის მოსახლეობის, ჯამში 1500-მდე ბენეფიციარის სასმელი წყლით უზრუნველყოფას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, საქლორატორო ნაგებობა, რეზერვიუარი, ბიოფილტრი და სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი, მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება და წყლის მიყვანა თითოეულ მოსახლემდე.

როგორც თეთრიწყაროს მერმა გიორგი ქორიძემ სასმელი წყალის პრობლემა მრავალიწლებია არის სოფლებში და ძალიან მალე 1500-მდე ოჯახი სასმელ წყალს მიიღებს. „სოფელ ჯორჯიაშვილის და სოფელ ბოგვის წყალმომარაგების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მდინარე ალგეთის წყლის რესურსის გამოყენებით, მოხდება 1500მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველყოფა“,-განაცხადა გიორგი ქორიძემ.

პროექტის ჯამური ღირებულება 2,466,323.47 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

როგორც სოფელ ჯორჯიაშვილში მცხოვრებმა, დავით კაჭაიძემ „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ადგილობრივები პროექტის დასრულებას მოუთმენლად, ელიან.„ჩვენს სოფელში ასეთი პროექტი აქამდე არ განხორციელებულა, მოსახლეობა კმაყოფილია და მოუთმენლად ველოდებით პროექტის დასრულებას. გვეუბნებიან რომ სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უკვე დასრულებული იქნება და სასმელი წყალიც გვექნება “,- განაცხადა დავით კაჭაიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები