მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მერი თანამდებობას ტოვებს
ბათუმის მერმა – ლაშა კომახიძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ქალაქის მერს არ გაუკეთებია. დატოვებს თუ არა თანამდებობას მაღალჩინოსანი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
მერის თანამდებობის დატოვების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ოპოზიციაში დიდი ხანია აქვთ. ბათუმის საკრებულოს წევრი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდიდან ბათუმის მერზე ზეწოლა ხორციელდება, რამაც მისი თანამდებობიდან გადადგომა განაპირობა.