თერჯოლაში, ლესელიძის ქუჩაზე გზის ბეტონით მოწყობა მიმდინარეობს
თერჯოლაში, ლესელიძის ქუჩაზე გზის ბეტონით მოწყობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე – მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ – გაიოზ მარუაშვილთან ერთად დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, თერჯოლაში, ლესელიძისა და ჯაბიძის ქუჩების სხვადასხვა მონაკვეთები, საერთო ჯამში, 4 კმ-იანი გზა ბეტონით მოეწყობა.
მათივე ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალპედე” შეასრულებს, რისთვისაც სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან 484 254 ლარი დაიხარჯება.