საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 33 წლამდე მამაკაცი დააკავეს
საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მორიგი ფაქტი შიდა ქართლში. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან , ქვემო ჭალაში მცხოვრები 33 წლამდე ასაკის მამაკაცი, ზაზა კახელაძე დააკავეს.
როგორც ,,რეგიონულ კვირას” ადგილობრივმა განუცხადა , ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც რუსმა ფორმიანებმა დააკავეს. ამ დროისთვის დაკავებული ახალგორშია გადაყვანილი.
,,რეგიონულ კვირას” საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. სუს- ის განცხადებით, უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.