ბათუმში კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

 

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, მშენებლობის ყველა სტანდარტი დარღვეულია, რადგან ახალი კორპუსი კომპანიამ მათ საცხოვრებელ კორპუსს მიაშენა.

აქციის მონაწილეების თქმით, კორპუსის მაგივრად ტერიტორიაზე სკვერი უნდა აშენებულიყო და ამ მოთხოვნით შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს. ისინი კორპუსის დემონტაჟს ითხოვენ.

აღნიშნულ კორპუსს შპს “ბაგრატიონი 26” აშენებს. აქციის მონაწილეებს კომპანიის დირექტორი ირაკლი აბაშიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მშენებლობა უკანონო არ არის და შესაბამისად, დემონტაჟი გამორიცხულია.

“დემონტაჟი გამორიცხულია. არც მშენებლობაა უკანონო. ჩემი პროექტი უფრო ადრე დამტკიცდა, მაგრამ, როცა დავიწყე მშენებლობა მეორე მშენებელმა დამასწრო. მან ადგილობრივები მოატყუა, აქ სკვერი იქნებაო “, – განაცხადა ირაკლი აბაშიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივების პრობლემა დროულად ვერ მოგვარდა ისინი აქციებს გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები