კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა, მანანა მეტრეველმა კომბინირებული საკვების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ააშენა.საწარმოში, ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი 600,000 ლარს შედადგენზს და 300,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.
„ახლადგახსნილი საწარმო აწარმოებს თევზის მეურნეობებისთვის კომბინირებულ საკვებს ამ მიმართულებით ქვეყანაში იმპორტის მოცულობა მაღალია. სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმო ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და ადგილობრივი წარმოების ზრდას“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.
როგორც კახეთის მხარეში, სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რეგიონი მტკნარი წყლის თევზის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამ მიმართულების ადგილობრივი ქართული წარმოების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.
“კახეთის რეგიონი მტკნარი წყლის თევზის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია.
დარგის განვითარებისთვის საკვებწარმოება ერთ-ერთ განმსაზღვრელი ფაქტორია, შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამ მიმართულების ადგილობრივი ქართული წარმოების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. “- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა
საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული, სადაც თვეში 80-მდე ტონა კომბინირებულ საკვების წარმოებაა შესაძლებელი.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა.