ბათუმში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ 19 აღმოაჩნდათ იმ მძღოლის ოჯახის წევრებს, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. ინფიცირებულია მძღოლის მეუღლე, ცოლისდა, დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ბავშვები დედათან და ბებიასთან ერთად თბილისში არიან გადაყვანილი, ბავშვების დეიდა კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
დღევანდელი შემთხვევის შემდეგ შეგახსენებთ, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.