ქუთაისში 44 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
იმერეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 44 წლის ქალბატონი, გუშინ საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
”პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 3 პაციენტი მკურნალობს”,- ამბობს ნადირაძე.
ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ ჯამში, 48 პაციენტი გამოაჯანმრთელა.