ახალციხის სავაჭრო ცენტრში აგროპედია განთავსდა
ახალციხეში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, აგროპედია განთავსდა. დღეიდან ფერმერებს და არამარტო მათ, საშუალება ექნებათ მოწყობილობაზე თითის დაჭერით სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.
„სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამსახურს გადმოეცა აგროპედია, რომელშიც განთავსებულია აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, დაწყებული მოსავლის მოვლა-მოყვანიდან, კულტურის გაშენებით დამთავრებული. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება უფასოდ, ტექნიკის გამოყენებით, გაიგოს ყველანაირი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის და სახელმწიფო პროგრამების შესახებ“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ სოფლის მეურნეობის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, ნანა ზუბაშვილმა.
სავაჭრო ცენტრში დადგმულ აგროპედიას დადებითად აფასებენ ფერმერებიც. მათი ინფორმაციით, განთავსების ადგილიც სტრატეგიულადაა შერჩეული.